ავტორი:

რაჭის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა - პატარა სოფლის გაუჩინარების ამბავი

რაჭის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა - პატარა სოფლის გაუჩინარების ამბავი

1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარი მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა. მიწისძვრამ ერთი სოფელი მიწასთან გაასწორა.

სოფლის ადგილზე უშველებელი ღრმული გაჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს. პატარა ქართული სოფლის ტრაგედიამ იმხანად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეძრა...

ხახიეთი რაჭა-იმერეთის საზღვარზე, ულამაზეს მთებში ჩაძირული სოფელი იყო. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. უეცრად, ზუსტად 12 საათსა და 15 წუთზე, გარემო საშინელმა გუგუნმა გააყრუა და 7-ბალიანმა მიწისძვრამ ხახიეთის მთები ერთმანეთს შეაჯახა.

დაახლოებით 15 წამის შემდეგ აღარც სოფელი არსებობდა, აღარც ის ადამიანები, რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლეს რომ შეჰხაროდნენ. სოფლის ადგილზე გაჩნდა ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი და მთელი სოფელი განისვენებს. სოფლიდან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა - ერთი მოზრდილი და ერთიც პატარა ბიჭი, რომლებიც იმ დილით სოფელში არ იყვნენ.

ხახიეთის ტბა სოფლის პატარა მდინარე ხახიეთისწყალმა შექმნა და დედამიწაზე ერთ-ერთ საშიშ ტბად აქცია - მისი სიგრძე 100 მეტრია, სიღრმე კი - 300 მეტრი. მასთან მიახლოება ადამიანებს ზარავთ მის ფსკერზე ჩაძირული სოფლის გამო. მისი წყალი ზამთარ-ზაფხულ ყინულივით ცივია, ხელსაც ვერ ჩაყოფ. განაგრძეთ კითხვა

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

"დანარჩენი ჩვენში დარჩეს..." - ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას და ლეგენდარული მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები

"რა საოცარი კვირა იყო" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ და რა თანხა გამოიმუშავა ჩემპიონობით