ავტორი:

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 10-15 შემთხვევაა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ვირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, კოვიდით ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა.

"რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა.

  • ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა.

რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის, ეს არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, სულ 2 თუ 3 შემთხვევაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება - ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო  24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე