ავტორი:

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის

"მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა..." - ცნობილი შეფ-მზარეულის უცნობი ცხოვრება და 13 წლიდან დაწყებული ბრძოლა წარმატებისთვის

გურამ ბაღდოშვილი საინტერესო პიროვნება და რესპონდენტია. მასზე თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა არის ისეთი დეტალებიც, რომელიც უცნობია მისი ცხოვრებიდან. პანდემიის დროს ყოველდღე 150 ადამიანს უფასოდ აპურებდა ხმაურისა და კამერების გარეშე. ამბობს, რომ საკუთარი ნაშრომის იმათთვის დარიგება არ უყვარს, ვისაც შრომა შეუძლია. ცნობილი შეფ-მზარეული ძალიან გულისხმიერი ადამიანია. როცა მან პანდემიური ჩაკეტილობისას ის პენსიონერები დაინახა, რომლებიც უსახსროდ რჩებოდნენ, რადგან ქუჩაში მზესუმზირასაც ვერ ყიდდნენ, საქველმოქმედო კამპანია "დააპურე შენი უბანი" წამოიწყო. ამ ფაქტს ცნობილი შეფ-მზარეული არ ახმაურებდა, თუმცა ეს ინფორმაცია "გზამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

- ფანტასტიკური ბავშვობის პერიოდი მქონდა. უბრალოდ, დრო არ იყო ბავშვობისთვის - 13 წლიდან ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი. თავდაპირველად სასტუმროში დავიწყე მუშაობა, შემდეგ მარტო წავედი მოსკოვში და ჩემი საქმიანობა იქ გავაგრძელე. ისევ საქართველოში დავბრუნდი და გავხდი სასტუმრო-რესტორნის შეფ-მზარეული. ამის შემდეგ ევროპაში წავედი, სადაც დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება.

- რამ განაპირობა თქვენი მუშაობა ასეთ პატარა ასაკიდან?

- ჩემი წინაპრები მესხები არიან. მე თბილისში დავიბადე. მამა რომ გარდამეცვალა, 13 წლის ვიყავი და მას შემდეგ საკუთარ თავზე ავიღე ოჯახზე ზრუნვა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი.

- როგორი მოსწავლე იყავით?

- ცუდი, არ ვსწავლობდი. მასწავლებელი თავზე თუ დამადგებოდა, კარგ ნიშანს ვიღებდი. საგანი რომ არ მაინტერესებდა, აქედან გამომდინარე, გაკვეთილიც უინტერესო იყო ჩემთვის. პედაგოგი თუ არ მიყვარდა, გაკვეთილიც არ მიყვარდა.

- როდის დარწმუნდით, რომ მზარეულობა თქვენი ნამდვილი მოწოდება იყო?

- 6 წლიდან. მთელი ოჯახი და წინაპრები არაჩვეულებრივი მზარეულები იყვნენ. დღეს მზარეულის პროფესია ხელოვნებადაც მიიჩნევა, თუმცა ადრე, საბჭოთა პერიოდში, ეს ასე სულაც არ იყო და გრცხვენოდა კიდეც, მზარეული თუ იყავი.

- ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მზარეულობა გასწავლათ?

- ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თვითნასწავლად მიმაჩნია. ენებიც კი. სკოლაში მხოლოდ მათემატიკას და გრამატიკას ვსწავლობდი კარგად. სხვაგვარად მქონდა განვითარებული IQ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ამას წინათ წიგნი მაჩუქეს - "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია" ჰქვია, ვფიქრობ, წავიკითხო. ჩემი ჰობი ანთროპოლოგიაა... ემიგრაციაში წარმომავლობა დიდ როლს თამაშობს. საჭირო განათლება რომ არ მქონდა მიღებული ანთროპოლოგიაში, ჩემით დავიწყე კაცობრიობის განვითარების გზების ძიება და გაცნობა. მაინტერესებს ძველი ქვის თუ ბრინჯაოს ხანა. არქეოლოგიური ნივთების კოლექციაც მაქვს და ნუმიზმატიკათაც ვარ გატაცებული. ჩემს რესტორანში გამოფენილია ეს ნივთები და ყველას შეუძლია დაათვალიეროს.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- ჩემი პირველი წარმატება 13 წლის ასაკში იყო, როცა პირველი სამსახური ვიშოვე. ეს არ იყო დღევანდელი ვარსკვლავური წარმატება. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა", ამ სლოგანით ვცხოვრობ. ბუნებით ლიდერი ვარ. მიყვარს პრობლემებთან შერკინება, შეუსრულებელის დაძლევა, დაცემა და წამოდგომა.

- იმედგაცრუება, რომელიც დაგიძლევიათ...

- მე თუ არ მოვკვდი, ე.ი. გადავრჩი. არც ერთ მარცხს არ ვნანობ. ამავე დროს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პრივილეგიას, მატერიალურ შესაძლებლობას.

- და მაინც, როგორი ხართ?

- ძალიან მარტივი ურთიერთობაში, სამართლიანი, თავისუფლებისმოყვარე და სხვასაც ვაძლევ თავისუფლების საშუალებას, თუმცა პასუხისმგებლობას და ყურადღებას მოვითხოვ. როცა ამ ორ რამეს კარგავს ადამიანი, ვბრაზდები. ვფიქრობ, კარგი ხელმძღვანელი ვარ, რაც შედეგზე აისახება. კარგმა მენეჯერმა მენეჯმენტი, ფსიქოლოგია და ფილოსოფია უნდა იცოდეს. ჩემში ბუნებრივად ჩამოყალიბდა ყველაფერი.

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით?

- ჩემი ცხოვრება, პროფესიიდან გამომდინარე ისეთია, როგორიც შავი ბერის. ცოლ-შვილი არ მყავს, არ მცალია ამისთვის. თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება მივეჩვიე კიდეც მარტოობას. იმ ასაკში, როცა ცოლი მოჰყავთ, მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა. არ შემხვდა ის ადამიანი, ვინც ჩემი მეგზური გახდებოდა. ეს სულაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგელი, მდინარე და არწივი, მარტომაც შეგიძლია თავი გაართვა ყველაფერს. ხომ ხედავთ, მტკვარი არაგვს უერთდება და ისინიც სხვადასხვა ფერია. ხანდახან ორ წინდას ვერ ვაწყვილებ და ჩემს თავს როგორ დავაწყვილებ? თინეიჯერობის ასაკში ბიჭებს ცოლები იმიტომ მოჰყავთ, რომ სუსტები არიან და ზურგის გამმაგრებელი ადამიანები სჭირდებათ.

შვილები მინდა, მაგრამ სად მიდიხარ, სად იყავი, როდის მოხვალ? - ეს რომ მკითხოს ვინმემ და წასვლა-მოსვლა გამიკონტროლოს, ვეღარ გავუძლებ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ევროპაში 23 წლისა წავედი, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვრე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაშიც თავისუფალი ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცოლი უკვე საჭირო არ იყო. ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს...წაიკითხეთ სრულად

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის სტატისტიკა და ეპიდვითარება ქვეყანაში

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო