ავტორი:

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

"მინდა ორ თემაზე ვესაუბრო" - მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

"ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ხვდება.

როგორც ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მელიასთან ისაუბრებს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე და 20 ივნისის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

“უმნიშვნელივანესია, რომ პრეზიდენტი მიშელის დოკუმენტი შესრულდეს. ამისთვის მე და ჩვენი პარტია და ყველა ხელისმომწერი ოპოზიციური პარტია ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პუნქტები განხორციელდეს. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის გადატვისთვის დაწყების, რამეთუ ის 5 პუნქტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან რეფორმებს. ერთი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. დღეს ვხვდები ნიკა მელიას და მინდა ორ თემაზე ვესაუბრო. პირველი ეხება იმას, რომ უნიკალური შანსია ევროკავშირის ფონდის გამოყენება. ეს არ არის რაიმის აღიარება.

ეს არის “ქართულ ოცნებაზე” სილის გალაწუნება, იმიტომ რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ეს ფაქტი უნდა იყოს გამოყენებული. ასევე ვცადეთ თავდებობის ალტერნატივა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ეს არ მიიღო. ამიტომ ერთადერთი ვარიანტია დარჩენილი, რომ ნიკა მელია გირაოთი გამოვიდეს.

მეორე საკითხია, რომ “ლელო” შევიდა ინიციატივით შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის ფაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიაზე საუბარი და მისი განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ რა დააშავა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მართლა შერიგება და „გადატვირთვა“ და იმ რეფორმების გატარება, რომელიც დოკუმენტის პუნქტებში გვიწერია. დაველაპარაკები, პირველ რიგში ადამიანურად მინდა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ და იბრძოლოს გარეთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვლად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო