ავტორი:

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია

2020 წლის 2 ივნისს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა. სოფოს გოგონა, ელის-მარია შეეძინა. ის ქალიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ორსულობისა და მშობიარობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, საბოლოოდ ყველაფერი ჭორი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამაზე მომღერალი თავადაც ხშირად ხუმრობდა.

ელის-მარიას დაბადება თავიდან საზოგადოებას ჭორი ეგონა, თუმცა ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სოფო ნიჟარაძემ შვილის შეძენა არ უარყო. თუმცა მომღერალს ამ თემაზე ღიად ჯერჯერობით არცერთ სატელევიზიო ეთერში არ უსაუბრია.

პირველად ერთგვარი "აღიარება" 3 მარტს გააკეთა, როდესაც დედას დედების დღე მიულოცა და დაწერა: "Happy mother’s day, ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ, დე, მიყვარხარ...“ - წერდა მაშინ სოფო.

ჯერჯერობით მომღერალს არ გამოუქვეყნებია ისეთი ფოტო, სადაც პატარა ჩანს და ამ ეტაპზე ამჯობინებს ბავშვის სახე საზოგადოებას "დაუმალოს".

ცოტა ხნის წინ მან "ინსტაგრამის" სთორიში პატარა ელის-მარიას ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა გოგონას სახე დაფარულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ელის-მარია ადამიანებს არ უნახავთ, გოგონა უკვე პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოების ინტერესი მის მიმართ დიდია.