ავტორი:

"ბავშვობის დროს გაკეთებული გაქვთ აცრები ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებით" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით აცრის შემდეგ

"ბავშვობის დროს გაკეთებული გაქვთ აცრები ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებით" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით აცრის შემდეგ

სიმბოლურია, რომ დღეს ახალი ვაქცინით, "სინოფარმით“ პირველად მე ავიცერი, ეს არის 45 ქვეყანაში აპრობირებული ვაქცინა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით“ აცრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "სინოფარმი“ არის მესამე ვაქცინა, რომლით ვაქცინაციაც ქვეყანაში ინერგება.

"დღეიდან დაიწყო ჩინური წარმოების ვაქცინით "სინოფარმით“ აცრა, რომელიც აპრობირებული ვაქცინაა, 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით.

ბავშვობის დროს გაკეთებული გაქვთ აცრები ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებით, ეს არის ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა. აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან დაიწყება აცრები.

სიმბოლურია, რომ მე აცრა ჩავიტარე ჩემს ალმა-მატერში, ჩემს საავადმყოფოში. მადლობა თითოეულ ექიმს. მათთან ერთად მე გავიზარდე და აქ გავატარე 25 წელი ჩემი ექიმობის. მიხარია, რომ პირველი აცრა აქ გავიკეთე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

"სინოფარმიც შევიშხაპუნე...ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც" - გიგი უგულავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი... მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის დაწყებას შეძლებს" - ეკატერინე ტიკარაძე