"გვერდითი რეაქციების შემსწავლელი საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ასე უპასუხა გაბუნიამ კითხვას - უკავშირდება თუ არა "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას თბილისში, 67 წლის მამაკაცის გარდაცვალება.
მისივე თქმით, ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ ვაქცინაციის შემდგომ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება.
"ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, შესწავლას ექვემდებარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, მაგრამ ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის და გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ“, - განაცხდა გაბუნიამ.
ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, 67 წლის კაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.