დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიs, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ წუთებშიც ზუსტდება.
"ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმუნიზაციიდან ორ დღეში დამძიმდა და გარდაიცვალა.