ავტორი:

"სიტყვა "გიჟური" კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე" - სოზარ სუბარი

"სიტყვა "გიჟური" კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე" - სოზარ სუბარი

"სიტყვა "გიჟური" კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.

სუბარის თქმით, სააკაშვილი უკვე 8 წელია საქართველოში არჩევნებს აგებს.

"სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. "გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ,"- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს. მისივე თქმით, მას "საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს".