ავტორი:

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია... პიარისთვის გჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცო" - დოროყაშვილი ბასილაშვილს

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია... პიარისთვის გჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცო" - დოროყაშვილი ბასილაშვილს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო სკანდალი გრძელდება. დროდადრო მასა და ყოფილ მეუღლეს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში ინაცვლებს.

ცოტა ხნის წინ ქართველმა ჩოგანმა, შვილს 6 წლის იუბილე მიულოცა და დაწერა: "ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა.მამიკო, გილოცავ".

მისი პოსტის ქვეშ მალევე გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს დაბადების დღეს პიარისთვის ულოცავს.

"კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია" - დაწერა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, ბასილაშვილს ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალური დავა აქვს. ბასილაშვილსა და დოროყაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავთ, რომელიც დედასთან იზრდება.

ყოფილმა ცოლმა ბასილაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, ჩოგბურთელი დააკავეს, თუმცა ნიკოლოზი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

"როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი? მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - რას წერს ჯაღმაიძე თეოლოგის პოსტის საპასუხოდ

გიგი უგულავას ქალიშვილი ფილმის გადასაღებად ფულს აგროვებს - "დახმარება მთხოვა - შენს "ფრენდებში" გაავრცელეო"

"მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც რისკის ფასად..." - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?