ავტორი:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მასთან ერთად აიცრებიან ასევე უწყების თანამშრომლებიც.

"აცრა გავიკეთე, ჩინური წარმოების "სინოფარმით“. ეს ნაბიჯი იქედან გამომდინარე გადავდგი, რომ მინდა ყველას, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს "სინოფარმი“ თუ სხვადასხვა ვაქცინა, შეიძლება "ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა.

სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეცვლილა, დღითი დღე უარესდება მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან ვითარება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“, - განაცხადა გომელაურმა.

"თუ მაისის ნახევარში შემთხვევების კატასტროფული მატება არ გვექნა, ვიმედოვნებთ, რომ..." - რას აცხადებს პაატა იმნაძე?

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს

როდის შემოიღებენ შეღავათებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი პირებისთვის  - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ?