ავტორი:

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამნისტიის შესახებ "ქართული ოცნების“ კანონპროექტს სამართლიანს უწოდებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მუხლი "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული და "თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს [ამნისტია], უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“

"მე, როგორც შს მინისტრი ამნიასტიას, ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა. რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხება. არა იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე ვიცავ პოლიციელებს, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს მუხლი (ამნისტია), უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს??

ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა?! მძიმე მუხლებს ისედაც არ ეხება. როგორც ჩაწერილია, 117-ე მუხლს არ ეხება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ [ამნისტია] სამართლიანია. ვთქვათ, თუ მე უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული და მეხება, რა თქმა უნდა, ჩემზე მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, მათაც უნდა შეეხოს“, - აცხადებს გომელაური.

"დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ, ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა" - რა მოხდა ბათუმში, სადაც არასრულწლოვანი დაჭრეს

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?