ავტორი:

"რაღაცნაირად ხალხს ვართობ, მგონი, ამ ბოლო დროს... ასე დავაკვირდი" - ვახო მეგრელიშვილი

"რაღაცნაირად ხალხს ვართობ, მგონი, ამ ბოლო დროს... ასე დავაკვირდი" - ვახო მეგრელიშვილი

"გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ხალხს ართობს. აღნიშნულის შესახებ მეგრელიშვილმა "გირჩის“ "ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

“გუშინ რა ამბავი ატყდა, პროსტა... ნუ, კვერცხი პოლიციელს გავატანე-მეთქი და ყველანაირად გაიგეს, როგორც შეიძლებოდა რომ გაეგოთ ეს ფრაზა. ძალიან ბევრი იცინეს.

რაღაცნაირად ხალხს ვართობ, მგონი, ამ ბოლო დროს... ასე დავაკვირდი. იმდენ სასაცილო რაღაცებს წერენ, სურათებს აკეთებენ“, - აღნიშნავს ვახო მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, მეგრელიშვილმა იმის შესახებ, რომ სასაფლაოზე "გასაგორებლად კვერცხი პოლიციელს გაატანა“, "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში“ ისაუბრა.

"სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად. უხერხულად ვგრძნობდი, არც პროტესტის სურვილი მქონდა, არაფრის სურვილი არ მქონდა. მანქანიდან გადმოსვლის შემრცხვა. საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ, როგორც მთავრობამ, ისევე ხალხმა მორჩილებით და უცოდინრობით“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა