ავტორი:

იქნება თუ არა აჩი არველაძე "გახარიას გუნდიდან" თბილისის მერობის კანდიდატი? - აჩი არველაძის კომენტარი

იქნება თუ არა აჩი არველაძე "გახარიას გუნდიდან" თბილისის მერობის კანდიდატი? - აჩი არველაძის კომენტარი

საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის როდის დააფუძნებს ოპოზიციაში გადაბარგებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიას. თუ ვინ იქნებიან მის გუნდში, ნაწილობრივ ცნობილია, თუმცა კულუარებში სახელდება კიდევ არაერთი სხვა ადამიანიც, ვინც ექსპრემიერის გვერდით შეიძლება ვიხილოთ. მათ შორის, ლაპარაკია იმაზეც, რომ შესაძლოა, ძმები არველაძეებიდან რომელიმე პოლიტიკაში სწორედ გახარიასთან ერთად მოვიდეს.

აღნიშნული მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა, რაც აჩი არველაძემ ექსპრემიერთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "სტუმარი ჩვენს მოცვის ბაღებში“, - წერდა არველაძე. ფოტოებზე აჩისთან ერთად, მის ძმა რეზი არველაძეცაა აღბეჭდილი.

ამჯერად გავრცელებული ინფორმაციით კი, შესაძლოა, აჩი არველაძეს გახარია თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავდეს. "ტვპირველი“ აღნიშნულ საკითხზე აჩის კომენტარს აქვეყნებს;

"არა, საერთოდ ახლოს არ ყოფილა ეგეთი თემა“, - ამბობს არველაძე. ხოლო კითხვას, ხედავს თუ არა ის თავს ამ პოსტზე (თბილისის მერის) ასე პასუხობს:

"თქვენ როგორ ფიქრობთ?! - ახლა, 50 წლის ასაკში... არ მიფიქრია მაგაზე. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით საერთოდ, არ ყოფილა ეგეთი საუბარი. აქედან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მაგ თემაზე ვაკეთო კომენტარები“, - ამბობს არველაძე. (ნახეთ ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ: "სტუმარი ჩვენს მოცვის ბაღებში" - გიორგი გახარია ძმებ არველაძეებთან ერთად, ფოტოები ოზურგეთიდან

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი

"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა