ავტორი:

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის - რა განაცხადა მან ბრიფინგზე

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის - რა განაცხადა მან ბრიფინგზე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან "თბილისი მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკირი, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ამასთან, მისი თქმით, ახდა ყველა ის პროგნოზი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ გააკეთა, "ჯერ კიდევ შარშან, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა".

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი