ავტორი:

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

"გიორგი ვაშაძეს ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება" - კობა ნაყოფია

მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ის საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდება და „სწორ გზას დაადგება“.

"ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში, გიორგი ვაშაძის მხრიდან, როდესაც ნიკა მელია ციხეში ზის. ადამიანი ციხეშია და ის უკvე მომავალ არჩევნებზე საუბრობს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, სიმართლე გითხრათ, დიდად, ამაზე ყურადღების გამახვილება არც მინდა. ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხი არ არის, რას ამბობს გიორგი ვაშაძე, ნაკლებად გვაინტერესებს. მესმის, რომ პრობლემებია, იჩქარეს თავის დროზე, ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა, განსაკუთრებით გუშინ, მაგრამ იმედია, დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება“ ,- განაცხადა ნაყოფიამ.

რაც შეეხება ნიკა მელიას სამომავლო გეგმებს, როგორც კობა ნაყოფია აღნიშნავს, მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე.

"პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობასო“,-განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, დღეს ნიკა მელიასთან პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთი და იმავე სტრატეგიით მონაწილეობს არჩევნებში, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს.

„ცენტრს მესამე იმიტომ ჰქვია, რომ ორპოლუსიანი სისტემის ალტერნატივა შეიქმნას, ეს არის გამარჯვების გზა. გულზე ხელი დაიდოს ახლა ყველამ და მითხრას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან, მოიგებენ თუ არა არჩევნებს, ეს ვერ მოხდება“,- განაცხადა ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?