ავტორი:

"განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის" - ამირან გამყრელიძე

"განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.

"ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა.

ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება

"ჩვენ ახლა გარკვეულწილად პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს