ავტორი:

"9 თვეში მომიკვდა... წლები დავდიოდი იმ მანქანით, რომელშიც ის გარდაიცვალა" - ეკა ბესელია საყვარელ მამაკაცსა და ტრაგიკულ სიყვარულზე

"9 თვეში მომიკვდა... წლები დავდიოდი იმ მანქანით, რომელშიც ის გარდაიცვალა" - ეკა ბესელია საყვარელ მამაკაცსა და ტრაგიკულ სიყვარულზე

პოლიტიკოსი და ადვოკატი ეკა ბესელია წლების შემდეგ პირველად საუბრობს მამაკაცზე, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო. როგორც "ფორმულას" გადაცემა "ყვითელ ყუთში" საუბრისას მან აღნიშნა, სწორედ ამ ადამიანმა გადაადგმევინა პირველი ნაბიჯები საადვოკატო საქმიანობაში.

ტრაგიკულად დასრულებულ სიყვარულზე ცნობილი ქალბატონი საკმაოდ ემოციურად საუბრობს:

"ადრე, მე ვიხსენებდი ჩემს პირველ საქმეს, პირველ ნაბიჯებს საადვოკატო სფეროში. რთული იყო ჩემთვის ის პერიოდი, რადგან მაშინ პირველი ოჯახი დამენგრა. ვიხსენებდი ადამიანს, რომელიც ძალიან დამეხმარა და როგორც ადამიანს, მასწავლა პრაქტიკული უნარჩევევები, თუ როგორ გამევლო სირთულეები. რამდენიმე თვე გრძელდებოდა ეს ურთიერთობა. ეს იყო 8-9 თვე. ეს იყო ისეთი დიდი ემოციით, პატივისცემით და სიყვარულით დატვირთული დამოკიდებულება, რომ მსგავსი მას შემდეგ არაფერი მინახავს. 9 თვეში ის ადამიანი გარდაიცვალა. ის ჩემთვის იყო ყველაზე დიდი მეგობარი და ძვირფასი ადამიანი. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. მომიკვდა ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ვინც მაშინ შეიძლებოდა მყოლოდა და ვისაც, ალბათ, ყველაზე ძალიან ვუყვარდი. ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება მას შემდეგ არც არასოდეს მიგრძვნია.

ჩვენ შორის ძალიან სულიერი კავშირი იყო. ეს გამიგრძელდა დიდხანს. პირველი, რამაც ამ სტრესიდან გამომიყვანა, გამახსენდა, რომ ციხეში დარჩა დისშვილი, რომელსაც თავად იცავდა, მაგრამ ვერ მოასწრო მისი გამოყვანა. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ავდექი და დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა, რამდენიმე თვეში საოცრება მოხდა და ეს ბიჭი გამოვიყვანე ციხიდან. ვალიც მოვიხადე და თითქოს, რაღაც არამიწიერი ძალა მეხმარებოდა იმ დროს.

მას ჰყავდა მწვანე ავტომანქანა, ალბათ დღემდე ამიტომ მიყვარს მწვანე ფერი. ერთ დღეს მოვდივარ პავლოვზე, დავინახე ეს მანქანა, როდესაც მას მივუახლოვდი, სიგნალიზაცია ჩაირთო, გამოვიდა მისი ახალი პატრონი (ეს მანქანა უკვე სხვაზე იყო გაყიდული)... ემოციურად ძალიან განვიცადე. მივედი მასთან და ვკითხე, ხომ არ ყიდდა მანქანას. არაო, მითხრა. ვთხოვე, თუ ოდესმე დააპირებთ გაყიდვას, მე ვიყიდი-თქო და დავუტოვე ჩემი საკონტაქტო ნომერი. გადის რამდენიმე თვე და მირეკავს ეს ბიჭი და მეუბნება, რომ პოლიციაში მიბარებენ და დამჭირდება ამის გაყიდვა და თუ გინდა წაიყვანეთო. როგორ ჩავედი საჩხერეში არ მახსოვს. ვიყიდე ეს მანქანა და სულ მყავდა, სადამდეც გაძლო, იქამდე მყავდა. სხვათა შორის, ამ მანქანაში გარდაიცვალა, ამიტომ ვეძებდი სულ ამ მანქანას.

მე ისეთი მადლიერი ვარ ამ ადამიანის, მე მის ოჯახთან ძალიან ვმეგობრობდი და დღემდე ვმეგობრობ და ძალიან მიყვარს ეს ხალხი. იმ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი კვალი დატოვა. საფლავზე დღემდე დავდივარ. არასოდეს მომიყოლია ეს ისტორია. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი".

"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე