ავტორი:

"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი

"იმ ფონზე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება "ოდნავ ზემოთ" - გია ხუხაშვილი

პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჰქონდა, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი.

ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ციკლი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტთან იმართება, დიდი ალბათობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს უკავშირდება.

"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირება მოახდინა, ყოველ შემთხვევაში რეალურად არ ჩანს და როგორც ჩანს, კონტაქტზე არ გადის, მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას ჰქონდა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები. ანუ როგორც იქნა, დაიწყო საკუთარი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება, რაც მისასალმებელია.

ის უკვე არა პარტიული ხაზით ხელმძღვანელობს, არამედ ცდილობს, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრების ციკლის შემდეგ, ღარიბაშვილთან შეხვედრა განპირობებულია იმით, რომ ის მწიფდება ვეტოს დადებისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს ამბავი გამოიტანა, რომ არ მომეწონა მისი პოზიციებიო, რის შემდეგაც, ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, თვითონ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოს და შეეცადოს დაითანხმოს პრეზიდენტი ამ ვეტოს უარყოფასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციური ლიდერი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მან მოქმედებები დაიწყო. მან, ფაქტობრივად, განდევნა ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკიდან, გახსოვთ შეთანხმება სად იქნა მიღწეული, სად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მასთან რეზიდენციაში, სადაც ხელმოწერაც მოხდა, მან ფაქტობრივად ჩააჩოჩა ღარიბაშვილი. მე პრეზიდენტთან მაქვს პრეტენზიები, ის საკმაოდ არადეკვატურად გამოიყურებოდა წინა პერიოდში, საკმაოდ პროვოკაციულადაც ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, იმ ფონზე რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხდება, სალომე ზურაბიშვილი გამოიყურება ოდნავ ზემოთ, როგორც მას უყვარს ამ გამოთქმის გამოყენება, ის არის პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ ოდნავ ზემოთ,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ბინა თბილისში, ძმისგან მიღებული 3 ათასი ლარი... - რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული კახა კუჭავა?

"უახლესი ისტორიიდან რეიგანი-გორბაჩოვის შეთანხმება მახსნდება, როცა "ლაგერებიდან" 100 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს - ნიკა გელოდებით" - რურუა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა