ავტორი:

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

მაიკო წიკლაური 34 წლის იყო და პირველ შვილს ელოდებოდა, როდესაც 13 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ფოლადაანთ კარის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა, ის სერთიფიცირებული პედაგოგი იყო. მაიკოს მდგომარეობა ერთ კვირაში დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს. რამდენიმე დღეში დაიღუპა ჩვილი, გუშინ კი მაიკო წიკლაური გარდაიცვალა. ფოლადაანთ კარის საშუალო სკოლის ოფიციალური გვერდი მასწავლებლის გარდაცვალების შესახებ სამძმარს აქვეყნებს.

"ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო. ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი... ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები...“ - ვკითხულობთ გვერდზე.

როგორც მაიკო წიკლაურის ახლობელი გვიყვება, ქალს არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონია.

"ჩვეულებრივ დადიოდა ფეხმძიმეც სკოლაში და გაკვეთილებს ატარებდა. გეგმიური ტესტირებასაც გადიოდა, ორ კვირაში ერთხელ სხვა კოლეგებთან ერთად. თავს ძალიან უფრთხილდებოდა, ყველანაირ რეკომენდაციას ასრულებდა, ნერვიულობდა. როდესაც მაიკოს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა მაშინვე ორი კვირით დახურეს.

დედასაც ჰქონდა კორონავირუსი, ის ქალბატონიც მასწავლებელია, ოღონდ სხვა სკოლაში ასწავლის. მას არ ჰქონია რთული ფორმა, სახლში გაიარა მკურნალობა. მაიკო ზაფხულში დაოჯახდა და ეს მისი პირველი ორსულობა იყო. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო, ყველანი შოკირებულები ვართ და პირველ რიგში ოჯახი, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია..." - გვიყვება ახლობელი.

ქალს რომ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, ეს კლინიკის დირექტორმა ambebi.ge-სთან საუბარშიც დაადასტურა.

"ძალიან ხმამაღლა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი იყო კორონავირუსი. საერთოდ, თუ საერთაშორისო ლიტერატურას გადავხედავთ, თუ ორგანიზმს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ფეხმძმობა არის დამატებითი რისკ-ფაქტორი. ანუ სუსტ ორგანიზმს ის კიდევ უფრო ასუსტებს და კორონავირუსი შესაბამისად უფრო მწვავდება.

რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ ისრაელიდან, სადაც 9 წელი ვმუშაობდი, როგორც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და ბევრი მსგავსი სიტუაცია მქონია, მაგრამ არცერთი დასრულებულა ფატალურად. პაციენტს ჰქონდა ასეთი იმუნური გენეტიკა, რომლიც ვერ მოერია ვირუსს, ამასთან, ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ძალიან მძიმედ იყო" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ალექსი ვაჩაძემ.

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება