ავტორი:

"რუსული წყაროებიდან ირკვევა, რომ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა" - გოცირიძე

"რუსული წყაროებიდან ირკვევა, რომ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა" - გოცირიძე

როგორც რუსული წყაროებიდან ირკვევა, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი გამოექცა პუტინის რეჟიმს და რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ისინი გეგმავენ სტუდიის მოსკოვიდან თბილისში გადმოტანას და გამოძიების მასალების საქართველოდან გავრცელებას.

"აქედან აპირებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას, მათ შორის სტუდიის მოსკოვიდან თბილისში გადმოტანას და გამოძიების მასალების აქედან გავრცელებას.

გვახსოვს, რა საქართველოს ხელისუფლების ვერაგული მოპყრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიმართ, არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ზეწოლის შედეგად ხელი შეუშალოს ალექსანდრ ნავალნის თანამებრძოლების საქმიანობას. ამ გაბედულ ადამიანებს სჭირდება ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"გახარიას არავინ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით" - რომან გოცირიძე

"გამეცინა..." - კახა კუჭავას პასუხი კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის?