ავტორი:

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკაში წავიდა. "ერთობა რაობა იმედი" - ასე ქვია ბიზნესმენის პარტიას, რომლითაც ქართულ პოლიტიკაში საკუთარი ადგილის დაკავებას აპირებს.

ცნობილია, რომ ლევან ვასაძეს და მის მეუღლეს ნინო დურგლიშვილს ექვსი შვილი ჰყავთ. ბიზნესმენი პერიოდულად ოჯახთან ერთად ჩნდებოდა საზოგადოებაში, ვრცელდებოდა მათი ფოტოები სხვადასხვა შეკრებებიდან, სადაც ოჯახის წევრებს ძირითადად ძველი ტრადიციული სამოსი ეცვათ.

ვასაძეების რვა შვილიდან უფროსი ირაკლი ვასაძე მორაგბეა. მისი ნათლია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.

თათა ვასაძე ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრდა. გოგონა სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა.

ის პანდემიის დროსაც კი აქვეყნებდა სტუდიიდან ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ პირბადით ისვენებს. თათას ბავშვობის მეგობარი და კლასელია ირინა ბაგრატიონი, ანა ბაგრატიონის უფროსი ქალიშვილი.

თათა ვასაძე და ირინა ბაგრატიონი

თათა ვასაძე ბავშვობაში, დედასთან ერთად

ოჯახებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს სამეფო ოჯახმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან ვასაძე ფლობს ბრენდს "სამოსელი პირველი", სადაც ქართული ტრადიციული სამოსელი იკერება. თათა ვასაძე ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი პროექტის სახე გახდა და გოგონა ტრადიციული შესამოსელით გადაიღეს...

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

რა ხდება ამ წუთებში "ენკას" ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა