ავტორი:

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა

ზურაბ დათუნაშვილმა სოფიაში მიმდინარე "ტოკიო 2020"-ის სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში გაიმარჯვა. ეს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირია.

87 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა, რუსეთის სახელით მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ფინალში გავიდა, რითაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. დათუნაშვილი ფინალში ევროპის ჩემპიონი ხორვატ ივან ჰუკლეკს შეხვდება.

რუსეთი ულიცენზიოდ დარჩა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ ეყოლება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი, სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტი ჰქონდა.

დავით ჩაკვეტაძე რუსეთის სახელით რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

ნიკა მელიას "დიეტა" - როგორ იკვებებოდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი 3 თვე ციხეში: "დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... "

"ჩემო თბილისო" - შოთა არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს