ავტორი:

კახეთში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - დასეტყვილია ვენახები

კახეთში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - დასეტყვილია ვენახები

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები და მარცვლეული კულტურები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში და გურჯაანშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.

გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.

"წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა" - გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თელავში 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებენ - რას ყვება დაკარგულის ძმა