ავტორი:

რომელი კომუნალური გადასახადის გადახდა შეგიძლია სფეისით?

რომელი კომუნალური გადასახადის გადახდა შეგიძლია სფეისით?

კომუნალური გადასახადის დისკომფორტები

თვის ბოლო შენთანაც ისე მოსულა და წასულა, რომ კომუნალურების გადახდა არ გაგხსენებია? დამეთანხმები, ასეთ შემთხვევას ბევრი უსიამოვნო რამ სდევს თან, მაგალითად უშუქოდ დღის გატარება, ან გაზის, ინტერნეტის, წყლის გარეშე ყოფნა. თუ კომუნალური გადასახადები შენთვისაც ბევრ სხვდასხვა დისკომფორტთან ასოცირდება, გაეცანი სფეისის უპირატესობებს და გახადე გადახდის პროცესი უფრო მარტივი. რისი გადახდა შეგიძლია სფეისით? ახლავე გიამბობთ.

რისი გადახდა შეგიძლია სფეისით?

1. გაზის გადასახადი

თუ ძალიან ბევრი საქმე გაქვს და თან გაზის გადასახადიც შენი დასაფარია, სფეისით სულ რამდენიმე წამში მოიშორებ ამ პრობლემას და დროსაც დაზოგავ.

2. დენის გადასახადი

დამეთანხმები, რომ დღეს, როდესაც სამსახურსაც კი ონლაინ ფორმატში ვესწრებით, რთულია დღემ ჩაიაროს სახლში დენის გარეშე. იმისთვის, რომ შენი მიმდინარე საქმეები არ შეფერხდეს, სფეისის აპლიკაცია გაძლევს საშუალებას, კომუნალურების განმეორებითი გადახდისას შაბლონები გამოიყენო. როგორ შეგიძლია შაბლონის შენახვა? მონიშნე სასურველი ტრანზაქცია, მაგალითად დენის გადასახადი, ვარსკვლავით და შაბლონიც შენახულია.

3. წყლის გადასახადი

ყოველდღიურად ძალიან ბევრ ფინანსურ სერვისის მომხმარებლები ვართ, ამიტომ გაგვიჩნდა კითხვა, რატომ არ შეიძლება იყოს სერვისი უფრო მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, თავისუფალი ზედმეტი გადასახადებისგან. სფეისში კომუნალური გადასახადების გადახდა შეგიძლია თითის ერთი დაჭერით, თანაც ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

* მხოლოდ ენერგო პრო ჯორჯიას შემთხვევაში დაგერიცხება საკომისიო, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის.

4. მობილური ბალანსის შევსება

ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე საუბრობდი და უცბათ მობილურის ბალანსი ამოგეწურა? როგორ უნდა მოიქცე? შენ შეგიძლია ჩაიცვა, სახლიდან გახვიდე, მეორე ქუჩაზე მდგომ გადახდის აპარატთან რიგში ჩადგე და მოკლედ რომ ვთქვათ ამ პროცესში 15 წუთი დახარჯო ან სფეის აპლიკაციით, სახლიდან გაუსვლელად, წამებში გადარიცხო სასურველი თანხა შენს ან ნებისმიერ სხვა ნომერზე და შეავსო მობილურის ბალანსი.

კიდევ უფრო მეტი გადახდის ფუნქცია

კომუნალური გადასახადების გარდა, სფეისში შეგიძლია ისარგებლო სხვა გადახდის სერვისებითაც:

  • ინტერნეტი/ტელეფონი/ტელევიზიის გადახდა
  • შეგიძლია გადაიხადო სწავლის საფასური
  • ტრანსპორტთან დაკავშირებული გადასახადები - პარკინგი და პატრულის ჯარიმა
  • ამანათები
  • საბანკო და სადაზღვევო სერვისები
  • და სხვა მრავალი - რომელთა გაცნობაც შეგიძლია ჩვენს აპლიკაციაში

ერთ ბარათზე არ გაქვს საკმარისი ფული შენი ყველა გადახდისთვის? სფეისი ამარტივებს გადახდის პროცესს და გაძლევს საშუალებას, დაზოგო დრო გადახდებზე. გამოიყენე სხვადასხვა ბარათი სხვადასხვა კომუნალური გადახდის დასაფარად. სფეისში შეგიძლია ყველა შენი ბარათი ერთ აპლიკაციას მიაბა და აირჩიო, რომლით რას გადაიხდი.

NS

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

დე ფაქტო აფხაზეთიდან 2,1 მლნ დოლარის კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობები გაიტანეს

თემქაზე ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და რამდენიმე ავტომანქანას დაეცა