ავტორი:

"ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი" - მიხეილ სააკაშვილი

"ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი" - მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გათავისუფლებას.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობით და შეუვალობით.

“მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ, მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

"შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის "ოცნება 2" თუ სხვა რამე 2" - ირაკლი კობახიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"