ავტორი:

იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი და რას აცხადებს პარლამენტში შესვლაზე

იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი და რას აცხადებს პარლამენტში შესვლაზე

თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.

"სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, - პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური", - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ცნობისთვის, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია