ავტორი:

"დოიჩე აფთიაქი“ - ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მედიკამენტები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, ასევე კოსმეტიკისა და ჰიგიენის გამორჩეული  ბრენდები

"დოიჩე აფთიაქი“ - ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მედიკამენტები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, ასევე კოსმეტიკისა და ჰიგიენის გამორჩეული  ბრენდები

ცოტა ხნის წინ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე ახალი ქსელი - "დოიჩე აფთიაქი“ გამოჩნდა და მომხმარებელს წარუდგინა ევროპასა და აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მომხმარებლის მიერ აღიარებული ექსკლუზიური თავის მოვლის ბრენდები. აქ წარმოდგენილი პროდუქცია არა მხოლოდ გერმანულია, არამედ, დამზადებულია სპეციალურად გერმანიისთვის, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს პრემიუმ კლასის, ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ბრენდები.

პროდუქტები, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ ევროპის ან მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყანაში ვიზიტისას შეგეძლოთ შეგეძინათ, ახლა უკვე „დოიჩე აფთიაქშია“ წარმოდგენილი.

უფრო დეტალურად, რას გვთავაზობს „დოიჩე აფთიაქი“ და რა არის მისი უპირატესობები, ქსელის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, ანი ხუციშვილს ვესაუბრეთ:

- "დოიჩე აფთიაქი“ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა, რომელთა შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. საინტერესოა, აღნიშნული პროდუქცია ბაზარზე აქამდეც იყო წარმოდგენილი თუ ექსკლუზიურად შემოგაქვთ?

- "დოიჩე აფთიაქში“ მომხმარებელს ელოდება მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად, ჰიგიენის, თავის მოვლის საშუალებები, თვალის წვეთები, გასახდომი საშუალებები, უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატებით, სათამაშოებით, თეთრი და დეკორატიული კოსმეტიკა და მრავალი სხვა მიმართულების უნიკალური ბრენდი. მომხმარებელი, რომელმაც „დოიჩე აფთიაქის“ მომსახურებით ერთხელ მაინც ისარგებლა, აქ წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ყველა მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად გვაქვს საქართველოს ბაზარზე არსებული ნებისმიერი მედიკამენტი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, ჰიგიენას, ბავშვის სათამაშოებსა და საკვებ დანამატებს, შემოგვაქვს ნებისმიერ ფასთა კატეგორიაში მხოლოდ გერმანული ან მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია, რომელიც გერმანიის მოსახლეობისთვისაა წარმოებული, რაც ხარისხის, სტანდარტების დაცულობისა და გამორჩეულობის უნიკალური გარანტიაა.

რა თქმა უნდა მედიკამენტებისა მიმართულებითაც ფართო ასორტიმენტით ვართ წარმოდგენილი. ჩვენს ქსელში მომხმარებელს დახვდება 70-წლიანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის Denk Pharma-ს სრული ასორტიმენტი. Denk Pharma- უკვე წლებია ქართულ ბაზარზეა და პრეპარატების ხარისხის, სანდოობისა და ეფექტურობის კუთხით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

ასევე, ჩვენი კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გერმანიიდან და ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნებიდან ჩამოიტანოს მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად მოკლე ვადაში და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ფასად.

- როგორ ახერხებთ ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებას?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ აფთიაქი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ არ გვაქვს მაღალი ფასები და ვგეგმავთ, რომ ეს მიდგომა შევინარჩუნოთ. ჩვენთვის, როგორც გერმანული სტანდარტების კომპანიისთვის, მთავარია მომხმარებელზე ზრუნვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გამოვირჩევით ექსკლუზიური და ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებებით, რომელიც ნებისმიერი საფასო კატეგორიითაა წარმოდგენილი: მაგალითად, გვაქვს როგორც 15 ლარის, ისე 75 ლარის ღირებულების შამპუნი რომელთაგან ორივე რა თქმა უნდა გერმანული ხარისხისაა. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ „ფოიჩე აფთიაქში“ ვერ ნახავთ პარაფარმაციის ისეთ პროდუქტს, რომელიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

- ჩვენს ქვეყანაში ხშირად განიხილავენ ხოლმე ევროპასა და სხვა ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს. რეალურად, არსებობს თუ არა ამგვარი განსხვავება?

- როგორც წესი, განვითარებული ქვეყნები ადგილობრივი ბაზრისთვის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის სხვადასხვა სტანდარტის პროდუქციას აწარმოებენ.

"დოიჩე აფთიაქში“ მხოლოდ გერმანული ბაზრისთვის წარმოებული თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, საკვებ დანამატები, ბავშვის სათამაშოები და გასახდომი საშუალებებია წარმოდგენული. საქართველოში შემოგვაქვს, ევროპული ბრენდებიც რომელიც უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

რაც შეეხება მედიკამენტებს, წარმოდგენილია როგორც კონკრეტულად გერმანიაში და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში, ისე მის არაწევრ ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტები, რათა ყველა მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. გვაქვს ყველა ის მედიკამენტი, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. ვცდილობთ, მომხმარებელს თავდაპირველად, ევროპული ხარისხის მედიკამენტი შევთავაზოთ, თუმცა მასზეა დამოკიდებული, რომელ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს შეიძენს.

(R)