ავტორი:

"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

"არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო" - რას ყვება ედუარდ შევრდნაძისა და ჰეიდარ ალიევის ურთიერთობაზე იმირ მამედლი?

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო «Report»-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოში მცხოვრებ ცნობილ აზერბაიჯანელ საზოგადოებრივ მოღვაწესთან იმირ მამედლისთან, სათაურით: "ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს თავის მასწავლებლად თვლიდა", რომელშიც იგი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრების დროს მომხდარ ზოგიერთ ფაქტს იხსენებს.

იმირ მამედლი ჰეიდარ ალიევის საქართველოში ყოფნის დროს თარჯიმნის როლს ასრულებდა და აზერბაიჯანის დელეგაციას თან დაჰყვებოდა. მისი თქმით, ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ.

ედუარდ შევარდნაძე და იმირ მამედლი

"ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისთვის აზერბაიჯანის საერთო-ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი მასწავლებელი იყო, ბრძენი და მოვლენების ღრმა მცოდნე. კერძო საუბრებში ბატონი ედუარდი ხაზს უსვამდა ხოლმე, რომ ბევრი რამ ისწავლა ჰეიდარ ალიევისაგან, მისგან ხშირად რჩევას იღებდა რთულ სიტუაციებში“, - ამბობს იმირ მამედლი და ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს, როცა ცნობილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა ტოფიკ გულიევმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის მამის სახელი "ამბროსიევიჩი“ ვერ გამოთქვა და რამდენჯერმე "ენა დაება“. პრეზიდენტი სიტუაციაში ჩაერია და ხუმრობით უთხრა, - არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო.

არსებობს ჩვენი საერთო ეროვნული ლიდერის ისტორიული განცხადება, რომლის თანახმად, "აზერბაიჯანელები საქართველოში დიასპორას არ წარმოადგენს“.

ეს სიტყვები მან საქართველოს ოპერის სახელმწიფო თეატრში გამართული შეხვედრისას წარმოსთქვა...

- თქვენ, როგორც ამ შეხვედრის მონაწილეს, როგორ დაგამახსოვრდათ ჰეიდარ ალიევის გამოსვლა და დარბაზის რეაქცია?

- დიახ, მე კარგად მახსოვს შეხვედრის ეს ეპიზოდი. ჰეიდარ ალიევმა დარბაზს შეხედა და თქვა: "ეს ადამიანები საქართველოში დიასპორას კი არ წარმოადგენენ, არამედ ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან და ისინი თავიანთი პაპების მიწა-წყალზე ცხოვრობენ“.

იმ დროისთვის ხალხს ჯერ კიდევ ახსოვდა ედუარდ შევარდნაძის წინა ხელისუფლების ზოგიერთი ნაციონალისტური ლოზუნგი, ამიტომ ჰეიდარ ალიევის ამ სიტყვებმა აზერბაიჯანელებს რწმენა ჩაუნერგა და უფრო განუმტკიცდათ მშობლიური მხარისადმი სიყვარული. წყარო

მოამზდა სიმონ კილაძე