ავტორი:

"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან

"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან

ფოთში, მერიის შენობის წინ ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

მათი თქმით, პოსტების დატოვება მოსთხოვეს.

ლაგვილავა და ხუნწელია აცხადებენ, რომ გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

"დილით ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან მქონდა შეხვედრა, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით მოთხოვნა იყო თანამდებობიდან გადავმდგარიყავით. კერძოდ, როგორც ვიცი, დავით გუშიანისგან იყო დავალება. ეს მერის ინიციატივა ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე მეორე საკითხია. მას ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, თანამდებობის დატოვების მოთხოვნის. ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში “, - განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.

აკაკი ხუნწელიას განცხადებით, მარტვილის მერმა პარტიისგან და მთავრობისგან მიიღო დავალება, რომ მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რადგან გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

“მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით. ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობისგან, რომ პირადად მე ჩემი თანამდებობა დამეტოვებინა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოსტი, რადგანაც მე მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად",- განაცხადა მარტვილის მერის ყოფილმა მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია