ავტორი:

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?

როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ თქვა, გახარიას გუნდის წევრები რეგიონებში უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი.

"თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ის ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დადიოდნენ მათ შორის რეგიონებში და უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. "ქართული ოცნების“ პროექტი.

ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი და გადავიდნენ იმაზე, რომ თითქოს მათზე ზეწოლა ხორციელდება. როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩაჯდნენ ერთიან მესიჯბოქსში, ეს არის ჩემი რჩევა.

კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, მიდიოდნენ ჩვენს მხარდამჭერებთან ბიზნესმენებთან და ეუბნებიან, რომ ისინი სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების“ პროექტი“, რაც არის მარტივი ტყუილი. ასეთი ტყუილით ისინი პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს კარგია, რომ მათ ეს მესიჯბოქსი აერიათ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებზე ზეწოლა მოხდა და ამ მეთოდით პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული.

"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"..როცა დავინახე, ბიძინა ივანიშვილი მთლად მოხარული არ იყო ჩემი გზავნილის გამო, მე ის მაინც გავაჟღერე" - რას იხსენებს ანდრიუს კუბილიუსი?