ავტორი:

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" მე-17 სეზონის მე-18 სერია საკმაოდ მძაფრი აღმოჩნდა. მთავარი პერსონაჟი, ნინა უცხო ქვეყანაში ხანგრძლივად გადახვეწის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა, სადაც შვილები და მეუღლე დახვდნენ. სახლში იყო ასევე ნათია, ქალბატონი, რომელსაც მისი მეუღლისგან შვილი ჰყავს და როგორც დათო ამბობს, ნათია ნინოს წასვლის შემდეგ, თავისთან საცხოვრებლად იმიტომ გადმოიყვანა, რომ ცოლის სახლიდან წასვლის შემდეგ, პრობლემებს ვერ აუდიოდა და ბავშვების მოვლაში მისი დახმარება სჭირდებოდა.

სერია საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ ორმა ქალმა დათო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - ნინომ სახლიდან გაუშვა და სახლიდან გაგდებული დათო არც ნათიამ მიიღო... აღნიშნულ სერიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ მკაცრი კრიტიკისგან არც ერთ პერსონაჟი დაინდეს, თუმცა კომპლიმენტებიც ერგოთ.

AMBEBI.GE იმ უამრავი კომენტარიდან მხოლოდ რამდენიმეს გთავაზობთ:

* "რეჟისორმა ზუსტად გადმოსცა დღევანდელი რეალობა. ვინც ნინას ამართლებთ მართლა მიკვირს თქვენი"

* "ზოგადად ამათი ოჯახი კაი ხნის დანგრეულია. ნინას საქციელი ამაზრზენი და გაუგებარია. ტასომ კარგად დაუსვა კითხვა... მაგრამ დათოს პერსონაჟი ასე რატომ დააკნინეს? ჩემი აზრით, დათო თვითონ უნდა წასულიყო. არც ნათიასთან და არც ნინასთან აღარ უნდა დარჩენილიყო და ეცხოვრა ამდენი წლის მერე მშვიდად და დაესვენა"

* "ნინას კი არ უნდა ეთქვა, თავად უნდა წასულიყო დათო ისე, რომ არც ჰქონოდა კონტაქტი ნინასთან. 6 ბავშვი მისთვის უნდა დაეტოვებინა - მაგის ღირსია ნინა. თავად იზრუნოს შვილებზე მარტომ, ძალიან ეგოისტი ქალია. შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა და ტახტზე დაწოლა რომ არ სურდა, მერე იფიქრა, მაგათთან დაწოლილიყო"

* "ქალები, რომელიც ნინაზე წერთ ეგოისტიაო. მაინტერესებს, მის ადგილას თქვენ როგორები იქნებოდით? ღალატამდე ნინა ძალიან მოსიყვარულე და თბილი იყო. არ დაგავიწყდეთ, კარგი ქმარი ქმნის კარგ ცოლს"

* "ნათია ბრწყინვალედ ასრულებს მის როლს. მგონია, რეალობაში ასე არ მოიქცეოდა. ყველაზე უფრო ჯიგრულად „აწვება“ თავისი მიზანს. ნინო კი მისმა მეგობრებმა და ტასოს გარდა, ყველამ ცოცხლად გაანადგურეს. დედამაც არ შეატყობინა სიმართლე"

* "აუ რა გემრიელი სერია იყო. აი, ეგრე, ძლივს არ აჩვენეს დათოს თავისი ადგილი ორივე ქალმა? ეს სერიალია, დათო აქ პერსონაჟია, მაგრამ ასეთი კაცები ხომ ნამდვილად არიან? საშინელებაა ასეთი ადამიანი. წინა დღეს როგორ მოექცა და მეორე დღეს მასთან მიდის და ეუბნება- ერთად უნდა ვიყოთო"

* "რაზე ვხალისობ იცი? ქალთა უმრავლესობა რომ ჩამოჯდა და კისკისებს. სახლში უარესი ქმრები ჰყავთ და ხმას ვერ იღებენ. აქ კი ბოღმას ანთხევენ. როგორ არ მინდა, ცოლმა შვილები მიმიტოვოს და მერე ჩამოვიდეს მორალით"

* "ტყუილად ბრაზდებით რეჟისორზე - ოჯახების დიდი ნაწილი არის გაფარჩაკებული! ქმრები ცოლებს ღალატობენ, ცოლებს ურჩევნიათ ხალხმა არ ილაპარაკოს და ქმრებს „პატიობენ“, ქმრის და მისი საყვარლების „ჯინაზე“ ცდილობენ, „მოხოდვას“. ამასობაში ავიწყდებათ შვილები... წყვილები სანამ საქმეებს არჩევენ, შვილებს ფსიქიკა ენგრევათ. ქალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და აჩენს შვილს/შვილებს, კეთილი უნდა ინებოს და მოუფრთხილდეს მათ... წესით, ამას დედა დიდი სიყვარულით უნდა აკეთებდეს და არა მოვალეობის მოხდის მიზნით, თუმცა ხშირად, მოვალეობებიც ავიწყდებათ. ყველა ქალს გავუგებ ყოველთვის, მაგრამ დედა, რომელსაც შვილებზე მეტად სხვა რამ ადარდებს, ჩემთვის ყოველთვის ფარჩაკი იქნება!"

AMBEBI.GE ნათიას როლის შემსრულებელ მსახიობ ნინო მუმლაძეს ესაუბრა, რომელიც ყოველ ჯერზე საოცარ პროფესიონალიზმს აჩვენებს ხოლმე და ამჯერადაც, როგორც მსახიობმა, მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

- უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ქეთი დევდარიანის ფანტაზია ყოველთვის სცდება ჩვენს მოლოდინებს, ამიტომ, მოლოდინებით აღარ ვიწუხებ თავს და უბრალოდ მორიგი სერიის სცენას ველოდები...

- როგორც ყოველთვის, სოციალურ ქსელში ახლაც აქტიურად განიხილავენ ამ სამი ადამიანის საქციელს. როგორ ფიქრობთ, ნინას პერსონაჟი სწორად მოიქცა?

- ნინა არ ჯდება იმ სტერეოტიპულ სტანდარტებში, რომელიც ქართულ საზოგადოებაში "კარგი ცოლის" სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მისი საქციელი ცუდია ან კარგი. ზოგადად მე არ მიყვარს ადამიანების და მათი ქცევების მხოლოდ ასე რადიკალურ ორ ფერში დანახვა. ვფიქრობ, ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველა ქცევის ახსნა შესაძლებელია. გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ.

- თქვენს პერსონაჟს თანაუგრძნობთ? რას ურჩევდით?

- კი, რა თქმა უნდა, ვუთანაგრძნობ... ბოლო-ბოლო ამდენი წელია, მასთან ერთად „ვცხოვრობ“ და უკვე შევეჩვიე... არ ვიცი, რას ვურჩევდი, მაგრამ მინდა, შევაქო, რომ ნინასგან გამოგდებული დათო აღარ მიიღო...

- წინასწარ მსახიობებმა არ იცით, ამბავი შემდგომ სერიაში როგორ განვითარდება, მაგრამ რას ფიქრობთ, როგორია თქვენი ვერსია - დათოს და ნინას ურთიერთობა მართლაც დასრულდა?

- როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვცდილობ, გავათამაშო სცენარი საკუთარი ფანტაზიით. ამისთვის სერიალს სცენარისტი ჰყავს, ჩემი საქმე მხოლოდ შესრულებაა.

AMBEBI.GE სერიალის მთავარ პოროდიუსერს, ირაკლი საღინაძესაც ესაუბრა:

"რა გითხრათ - ამ სეზონზე 42 სერია გველის და კიდევ ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო სიტუაცია... რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ იმაზე, რომ სერიალის პერსონაჟების ცხოვრებას მაყურებელი მკაცრად აკრიტიკებს და განიხილავს - ეს მათი ნებაა. ჩვენ მათზე ემოციურ ზემოქმედებას ვახდენთ და მერე უკვე კომენტარები მაყურებლის გადასაწყვეტია... მასწავლებლები არ ვართ და არავის არაფერს ვასწავლით. არც რაიმეს ვაწესებთ. უბრალოდ, ვაჩვენებთ სიტუაციას, ამა თუ იმ ამბავს და მერე მას ყველა თავისებურად აანალიზებს. ეს არის სულ".

"ნინოწმინდის პანსიონის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან" - ჯაღმაიძე

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

"ერი ფეხზე უნდა დადგეს... ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე" - მეუფე სპირიდონი