ავტორი:

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იწყება. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავარი აეროპორტი დაიხურა. სამშაბათს საღამოს ისრაელში სირენების ხმა გაისმა, რადგან თელ-ავივში რაკეტების გაშვების საფრთხე არსებობდა.

"ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით. მანამდე ტერორისტულმა ორგანიზაციამ განაცხადა: ”თუ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას - შემდეგი იქნება თელ ავივის მიმართულებით".

"ტვ პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა, რომელიც თელ-ავივში იმყოფება, ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა:

"აქ 40 წუთის წინ ჯოჯოხეთი ხდებოდა, გორის კადრები ხომ ყველას გვაქვს ნანახი? აქ ხდებოდა ეს. მთელი თელ-ავივი გადანათებული იყო. სირენა ორჯერ ჩაირთო. რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი. დღეს მთელი დღეა სამხრეთს ბომბავდნენ და ახლა თელ-ავივის დაბომბვა დაიწყეს.

იცით, რომ ისრაელს შემაკავებელი სისტემა აქვს, ისინი 90 პროცენტით ანეიტრალებს ბომბებს. თუმცა აქ წარმოუდგენელი რამ იყო. ცა განათდა, რაკეტები ფეთქდებოდა ჰაერში, რთული სიტუაციაა, ომია..." - ამბობს ვატო წერეთელი.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საელჩომ ისრაელში განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მიმართა. საელჩოს ინფორმაციით, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼

ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼

შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:

დავით ჩაჩავა - 0526919092

მიხეილ ბაბლუანი - 0528888513

ნინო ჩანტლაძე - 0548620270

ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.

შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მარინა ბერიძე ზურას ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ეს კაცი გავაბედნიერე" - რას ჰყვება რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას