ავტორი:

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

11 მაისს, გვიან ღამით ტრაგედია დატრიალდა თელავში, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. სოფელ იყალთოში სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი სოფელ იყალთოს მკვიდრი, 27 წლის ფირუზ ლომაშვილია. ის „გოლფის“ ტიპის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა.

რა ვერსიებზე საუბრობენ ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები - ახალი დეტალები

ბათუმში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა