ავტორი:

"იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ გოგონა ავიყვანე და  ფეხშიშველი გავიქეცი" - რას ყვება ქალი თელ-ავივიდან

"იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ გოგონა ავიყვანე და  ფეხშიშველი გავიქეცი" - რას ყვება ქალი თელ-ავივიდან

ისრაელის სამხედრო ძალები "ფეისბუქზე“ თელ-ავივში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დედა-შვილია აღბეჭდილი. ფოტოს აღწერაში კი ქალის მონათხრობს ვკითხულობთ:

“ბავშვს ვაძინებდი, როდესაც სირენების ხმა გაისმა. შეშინებული ვიყავი და ვტიროდი - შვილის სიცოცხლის გამო მეშინოდა.

ჩვენს სახლს ბომბებისგან დასაცავად თავშესაფარი არ აქვს. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ გოგონა ავიყვანე და გარეთ ტელეფონის გარეშე, ფეხშიშველი გავიქეცი", - ამბობს კორინი, ქალი თელ-ავივიდან, რომელმაც ღამე ბავშვთან ერთად, სადარბაზოში გაათენა.

ინფორმაციისთვის, წუხელ დაჯგუფება ჰამასმა ღაზას სექტორიდან ისრაელის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, ღაზადან 130 რაკეტა გაუშვეს, უმეტესი მათგანი ისრაელის თავდაცვის სისტემამ, "რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა და დანიშნულების ადგილს მხოლოდ რამდენიმემ მიაღწია.

ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში ისრაელმაც განახორციელა. საბოლოო ჯამში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას ისრაელის 5 მოქალაქე და 36 პალესტინელი ემსხვერპლა.

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

"ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა - როგორი ვითარებაა ადგილზე