ავტორი:

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რიდლი სკოტის ფილმში - House of Gucci.

ინფორმაცია ლუკამ გულშემატკივრებს "ფეისბუქის“ საშუალებით თავად გაუზიარა. ამჯერად ის ადამ დრაივერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"House of Gucci-ის გადასაღებ მოედანზე ადამ დრაივერთან ერთად. ფილმში მე ძალიან პატარა როლი მაქვს, მაგრამ შესანიშნავი გამოცდილებაა ერთ დღესაც რიდლი სკოტის რეჟისორობით იმუშაო", - წერს ლუკა "ფეისბუქში."

House of Gucci-ის მიმართ საზოგადოების ინტერესი და მოლოდინი დიდია. კინოსურათში მონაწილეობენ ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სხვები. კინოსურათის სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის, Gucci-ის მმართველი ოჯახის ისტორიასა და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, დრამატულ ეპიზოდზე მოგვითხრობს.

რაც შეეხება ქართველ ლუკა ჩიქოვანს, მან საზოგადოებას თავი სიმღერით გააცნო. ბავშვობის ოცნება - გამხდარიყო მომღერალი, 14 წლის ასაკში რეალობად აქცია. მობილური ტელეფონით ვიდეო გადაიღო, "იუთუბზე“ ატვირთა და რამდენიმე საათში 300 ათასი ნახვა დააგროვა. ლუკა იტალიური შოუ ბიზნესის პოპ ვარსკვლავი და "იუნივერსალ მიუზიკის“ კონტრაქტორია. გარდა ამისა, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ალიჩე რორვახერის ფილმში "ლაზარესავით ბედნიერი", რომელიც კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფილმებს შორის იყო ნაჩვენები. ფილმში ლუკას გმირის დედის როლს რობერტო ბენინის ცოლი, ნიკოლეტა ბრასკი ასრულებდა.

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში გაიმართება - ფილმის ნახვა დღეიდანაა შესაძლებელი

პირველი შვილი 50 წლის ასაკში - რას წერს სუპერმოდელი ნაომი კემპბელი, რომელსაც ბავშვი ახლახანს შეეძინა: "არ არსებობს უფრო დიდი სიყვარული"