ავტორი:

"ფრანგული კოცნა" - თბილისში ქართულ - ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues -ის პირველი მაღაზია გაიხსნა

"ფრანგული კოცნა" - თბილისში ქართულ - ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues -ის პირველი მაღაზია გაიხსნა

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და რესტორატორი, ნიცის ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორნის, La langouste-ის დამფუძნებელი და მფლობელი, გია მორდეხაშვილი და ქართველი შეფ კონდიტერი მაიკო ჩხეტია საქართველოში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელის განვითარების გეგმებს აანონსებენ.

ბრენდის სახელი ბიზუ - Bisues იქნება, რაც ფრანგულად კოცნას ნიშნავს. ბრენდის ლოგო ასოცირდება როგორც ბრენდის დასახელების პირველ ასოსთან, ასევე ტუჩებთან და გულთან.

ბრენდის პირველი მაღაზია 12 მაისს ირაკლი აბაშიძის 46 ნომერში გაიხსნა.

როგორც გია მორდეხაშვილი განმარტავს, ბიზუს კონცეპციის ფილოსიფიაში, ისევე როგორც ეს მის ფრანგულ რესტორანშია, პრიორიტეტი მიენიჭება პროდუქციის გემოს და ინგრეტიენტების ხარისხს. ასევე გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტენდენციები ჯანსაღი კვების მიმართულებით.

მაღაზიის ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში. ძირითადი აქცენტი გადატანილია პროდუქციის ხარისხზე და წარმოების ეფექტურობაზე, რაც საშუალებას იძლევა ბიზუს პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლის ფართო წრისათვის.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის 46

ტელეფონი: 032 2195552

გახსნილია ყოველდღე 9:00 – 20:00

ბმულები:

https://www.facebook.com/bisousgeorgia

https://www.instagram.com/bisousgeorgia

https://www.facebook.com/lalangoustenice

www.bisous.ge

R

სად შევიძინოთ ტექნიკის პრემიუმ ბრენდები მნიშვნელოვანი დანაზოგით

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია

როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში?