ავტორი:

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი იქნება.

საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი- ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე და ოპოზიციის ორი წევრი - დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შედიან.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გამართა.

პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო და კომისიის უფლებამოსილების ვადად 3-თვე განისაზღვრა.

"სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება" - იაგო ხვიჩია "ნაცმოძრაობაზე"

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე