ავტორი:

"მიშასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს... სააკაშვილსა და მელიას შორის ვერავინ შეძლებს ურთიერთობის გაფუჭებას" - მიდის თუ არა "ნაცმოძრაობიდან" გიორგი ჩალაძე?

"მიშასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს... სააკაშვილსა და მელიას შორის ვერავინ შეძლებს ურთიერთობის გაფუჭებას" - მიდის თუ არა "ნაცმოძრაობიდან" გიორგი ჩალაძე?

გავრცელებული ინფორმაციით, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, როგორც ნიკა მელიას განახლებული გუნდის წევრი, გამოჩნდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში, პარტიიდან მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, მისი წასვლის მიზეზი, შეიძლება გამხდარიყო ნიკა მელიას უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩალაძე ზედემეტად აქტიურობდა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობისას და ცდილობდა მასთან პირად კონტაქტზე ყოფნას.

"ჩალაძე ნიკა მელიას გვერდის ავლით ეკონტაქტებოდა მიხეილ სააკაშვილს, ხოლო ეს უკანასკნელი მას აგულიანებდა, - ვაქცინას მე ვიშოვი და შენ შეიტანე საქართველოშიო“, - ამბობს წყარო. რომლის თქმითაც, მელია ამის გამო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას იყო გაბრაზებული, თუმცა, წყაროს თქმითვე, არც ის იყო გამორიცხული, რომ ჩალაძესთვის მელიას ერთი შანსი კიდევ მიეცა.

ამბის გადამოწმება "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან ვცადეთ, რომლებმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. ამის შემდეგ კი თავად გიორგი ჩალაძეს დავუკავშირდით.

"ტყუილია ინფორმაცია, რომ თითქოს მე “ნაციონალური მოძრაობა” დავტოვე, ჭორია მხოლოდ და ამას ჩემთან ახლოსაც არ ჩაუვლია, ვრჩები ენმ-ს წევრად. მიშასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს და ასეთი მმართველობის სტილი ჩვენს პარტიას არ ჩვევია. ეს არის "ქოცური" მმართველობის სტილი, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. მიშასა და მელიას შორის ვერავინ შეძლებს ურთიერთობის გაფუჭებას თუ ჩაშლას, ეს ჭორი კი მხოლოდ ამას ემსახურება, მეტს არაფერს. მიხეილ სააკაშვილი ვერავის დაავალებდა ვაქცინის შემოტანას და არც ვაქცინის შემოტანით დარჩებოდა ვინმე განაწყენებული. ყველაფერი კარგად არის“, - გვითხრა გიორგი ჩალაძემ.

რა გეგმები აქვს თურქეთს საქართველოსთან დაკავშირებით - ერდოღანის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილთან ჩატარებული პრესკონფერენციიდან

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"