ავტორი:

სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიის ამა თუ იმ ქალაქში სახლები 1 დოლარად იყიდება და ეს არ არის ყალბი ინფორმაცია. ზოგიერთ იტალიურ ქალაქში ბოლო წლებში თავი იჩინა დეპოპულაციამ, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სახლებს ერთ დოლარად ყიდის.

კალიფორნიელმა ქალმა, რუბია დანიელსმა გადაწყვიტა, რომ ეს შანსი გამოეყენებინა და სამი სახლი იყიდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2019 წლის გაზაფხულზე ამ ხელსაყრელი გარიგებით სიცილიაში, მუსომელიში სახლები შეიძინა - თავისთვის და შვილებისთვის.

მოგვიანებით რუბიამ მეგობრებიც ჩაიყვანა იტალიაში და მათაც აყიდინა რამდენიმე სახლი სიცილიაში. გეგმავს იცხოვროს ქალაქში, რომელიც პალერმოდან ორი საათის გზაზე მდებარეობს.

  • მართალია დანიელსი თავისი შენაძენით აღფრთოვანებულია, მაგრამ ამავდროულად, აფრთხილებს სხვა სახლების პოტენციურ მყიდველებს, რომ როცა ერთ დოლარად სახლს ყიდულობენ, არ უნდა ელოდონ, რომ იქ საოცარი შენობა დახვდებათ. რუბიას თქმით, სახლებს შეკეთება სჭირდება და საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

ქალი ამბობს, რომ იტალიაში აქამდე არასდროს ყოფილა, თუმცა კარგად ფლობს იტალიურ ენას და როდესაც წაიკითხა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მუსომელიში სახლები ერთ დოლარად იყიდებოდა, გადაწყვიტა ეს შანსი გამოეყენებინა.

რუბია იხსენებს, რომ მან ჯერ კარგად მოიძია დეტალური ინფორმაცია და შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, გადაწყვეტილება მალევე არ მიუღია, რამდენიმე დღე ქალაქში გაატარა, შემდეგ სახლები დაათვალიერა და შესაბამისი დოკუმენტები მოამზადა.

ქალაქის ისტორიული ციხესიმაგრე

  • "ადგილობრივებს ძალიან უხარიათ, როცა ხედავენ, რომ აქ ადამიანები სახლდებიან. მალე მუსომელი მულტიკულტურული ქალაქი გახდება, მთელი მსოფლიოდან ყიდულობენ აქ სახლებს, რაც ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება იქნება“, - ამბობს ქალი.

ახლა ის სარემონტო სამუშაოებითაა დაკავებული. მუსომელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები მოხუცდნენ, მათი ნაწილი გარდაიცვალა, შთამომავლობა კი დიდ ქალაქებში ცხოვრებას ამჯობინებს, ამიტომაც ეს ადგილი ადამიანებისგან დაიცალა, ახლა კი ცდილობენ, ახალი სიცოცხლე შესძინონ.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირები აძლევენ სამ წელს სახლების ახალ მობინადრეებს სახლების აღსადგენად, როდესაც სახლს ახალი მეპატრონე ერთ დოლარად იფორმებს, თან მის განახლებაზეც იღებს ვალდებულებას. დანიელსი ამბობს, რომ ერთი სახლის რეკონსტრუქციისთვის ამ ეტაპზე 12 000 დოლარი აქვს დახარჯული და წინ კიდევ ბევრი საქმეა.

წყარო: dailymail.co.uk

დანიელი ექიმი ადასტურებს, რომ ერიქსენს მოედანზე "გული გაუჩერდა“ - რამ გამოიწვია ყოველივე და რა თქვა ექიმმა პრესკონფერენციაზე

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა