ავტორი:

"დიდი ალბათობით, ქვეყანა "სინოფარმის" დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს" - ამირან გამყრელიძე

"დიდი ალბათობით, ქვეყანა "სინოფარმის" დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქვეყანა „სინოფარმის“ დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვაქცინების ე.წ. გარანტირებული მარაგები წარმოადგენს.

„ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. გარანტირებული მარაგებია. გარანტირებული მარაგების თვალსაზრისით, შემოსული და ხელუხლებელია 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც იმ დოზებთან ერთად გამოიყენება, რომელიც არსებობს წინა 43 ათასიდან.

შემოსულია „სინოფარმი“ რომელიც გამოიყენება. არის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც განსაზღვრული იქნება 50 ათასი მოქალაქისთვის.

რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები. ეს დიდი ალბათობით, უნდა იყოს ივნისის დასაწყისი. პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 ათასი დოზა, შემდეგ კიდევ 250 ათასი. გარდა ამისა, მოლაპარაკები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისი განმარტებით, საქართველოს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ჰქონდა, რომელიც ვაქცინაციისთვის ორ ნაწილად გაიყო.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის მესამე ვაქცინა, რომლის ადმინისტრირება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე გვაქვს 100 ათასი დოზა. მინდა მოსახლეობისთვის ხაზი გავუსვა, რომ ეს 100 ათასი ორად იყოფა და აიცრება 50 ათასი მოქალაქე. დანარჩენი 50 ათასი ენახება ყველა მოქალაქეს მეორე აცრისთვის. დღევანდელი დღით, ქვეყანაში „სინოფარმით“ აცრილია 17492 ადამიანი, ასევე ჯავშანი აქვს გაკეთებული 26577 ადამიანს. ამავე დროს, „სინოფარმის“ გარკვეული დოზები მიმართულია ესენციური ჯგუფებისთვის ჩვენი ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მიხედვით. მოგეხსენებათ, „სინოფარმზე“ აცრები ხდება 18 წლის ზემოთ. 2 აცრას შორის შუალედი არის 28 დღე. თუმცა, ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდირებული პერიოდი, როდესაც ოპტიმალურია იმუნური პასუხის გამომუშავება. მინდა განვმარტო, რომ თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე დოზა შესაბამისად მიიღოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე