ავტორი:

თბილისის რომელ რაიონებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ რაიონებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

14 მაისს, სხვადასხვა სამუშაოს გამო საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, აფაქიძის, კოდორის, შარტავას, გოთუას, ბაქრაძის, მელიქიშვილის (ნაწილობრივ), კალანდაძის, ხვიჩიას, ბროლოსანის, საბურთლოს, იოსებიძის, ჭაბუკიანის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, სარაჯიშვილის და მიქელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

"გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, გოთუას, ოჟიოს (ნაწილობრივ) და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, დარიალის და ძმები კიკნაველიძეების ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,-აღნიშნულია "თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

"აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ჩვენი თანამემამულე, ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, მაგრამ..." - რა ახალ ინფორმაციას ჰყვება ლაშა ჟვანია ისრაელიდან?

"წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია" - ილია მეორე