ავტორი:

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე

უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის.

„ეს არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებუყლი, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მობილიზების რესურსი არ აქვს.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა. მათ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მობილიზაციის, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"