ავტორი:

"ამას პირველად ვამბობ... ყველაფრით დავიღალე" - გაშორდა თუ არა პეტრე კოლხი ცოლს

"ამას პირველად ვამბობ... ყველაფრით დავიღალე" - გაშორდა თუ არა პეტრე კოლხი ცოლს

ბოლო დროს ხმები გავრცელდა, რომ მამა პეტრე კოლხი მეუღლეს დაშორდა და საცხოვრებლად მარტო გადავიდა ერთაწმინდაში. პეტრე კოლხი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "ყვითელ ყუთში" წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას: - გაშორდა თუ არა მეუღლეს, შემდეგნაირად პასუხობს:

"სურვილი მაქვს, რომ ამ ეტაპზე მარტო ვიყო. ვიფიქრო ბევრი, ვწერო წიგნი. ზოგადად ყველაფრით დავიღალე ამ ეტაპზე... დავიღალე ეკლესიითაც, პირდაპირ გეტყვით, ამას პირველად ვამბობ... ეკლესიაში რაც ხდება იმითაც დავიღალე, არა კონკრეტული ადამიანიდან გამომდინარე, არამედ ფონიდან გამომდინარე. ვერ გავშორდები ცოლს, ვერცერთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაშორდე ოჯახს, შვილებს, შვილიშვილს. ამ ეტაპზე ასე არ ვაყენებ საკითხს.

ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტი, როცა გინდა იყო მარტო და ბევრი იფიქრო. გალაკტიონს აქვს გენიალურად ნათქვამი: "ყველაზე მეტად თავს მარტოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც ვარ ხალხში, როდესაც ვარ საზოგადოებაში". აი, ეს მარტოობა, არ მინდა ვიგრძნო, როდესაც ხალხში ვარ და გარს ბევრი ხალხი მახვევია. მინდა, ვიგრძნო მარტოობის მძაფრი განცდა, როცა მართლა მარტო ვარ. იქნებ იმ მარტოობაში დავფიქრდე და მივხვდე, რომ ჩემს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არასწორია და იქნებ ისევ საწყისს ეტაპს დავუბრუნდე".

იწვევს თუ არა "ინდური შტამი" მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები