ავტორი:

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

ავტობიოგრაფიული წიგნი „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ აშშ–ს ყოფილი პირველი ლედის მიშელ ობამას ძლიერი და ამავდროულად, ძალიან გულწრფელი მემუარებია. პირველად ცხოვრებაში ის ფართო საზოგადოებას უყვება ყველაფერს, ჩიკაგოს სამხრეთში გატარებული ბავშვობიდან თეთრ სახლში გატარებულ ოჯახურ ცხოვრებამდე.

გთავაზობთ 5 ფაქტს წიგნიდან, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მიშელ ობამა თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე შთამაგონებელი ქალია.

ის სულ პატარაობიდანვე მიზანდასახული იყო

ერთხელ ხუთი წლის მიშელ რობინსონმა საბავშვი ბაღში ფერების გამოცნობის კონკურსში შეცდომა დაუშვა. ეს მან ძალიან განიცადა და მძიმე ტვირთად დააწვა. როგორც თავად იხსენებს წიგნში, მთელი ღამე დაძინება ვერ შეძლო. „უხერხულობა მძიმე ტვირთვით დამაწვა, რომლის დაძვრაც თითქოს არ შემეძლო“, – იხსენებს მიშელი. თუმცა საოცარი იყო მისი ქმედება მეორე დღეს. დილით მიშელი მივიდა მასწავლებელთან და სთხოვა, ქვიზი ხელახალა გაეკეთებინა და პირველივე ცდაზე წარმატებით გააკეთა კიდეც. მიშელი აღნიშნავს, რომ მას სიამოვნებს, როდესაც იხსენებს, როგორი რეაქცია ჰქონდა მასწავლებელს, როდესაც მასთან პატარა შავკანიანი გოგონა მივიდა, რომელსაც ეყო ძალა, საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა.

უთხრეს, რომ პრისტონში ვერ ჩააბარებდა

როდესაც სკოლას ამთავრებდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, მიშელს საკუთარმა მენტორმა უთხრა, არ იყო დარწმუნებული, რომ მიშელი პრინსტონის უნივერსიტეტის დონის სტუდენტი არ იყო. მიშელს კი ძალიან უნდოდა ჩაბარება და სწორედ პრინსტონი იყო მისი ნომერ პირველი არჩევანი. ასეთ სიტუაციებში თინეიჯერების უდიდესი ნაწილი იმედს დაკარგავდა და არჩევანს შეცვლიდა, მიშელი კი სულ სხვანაირად მოიქცა. მან ტაქტიკა შეცვალა. „მე არ ვაპირებდი ერთი ადამიანის აზრს დაენგრია და წაეშალა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი საკუთარ თავზე,“ – იხსენებს მიშელი. და ასეც მოხდა. მან მისაღებ გამოცდაზე ისეთი დონის ესე დაწერა, რომ უნივერსიტეტში მიიღეს.

ერთხელ სამსახურის გასაუბრებაზე შვილი წაიყვანა

მიშელმა საშას დაბადების შემდეგ სამახურში დაბრუნება გადაწყვიტა. ერთ დღეს, როდესაც ის ადგილობრივი ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიის გასაუბრებაზე იყო დაბარებული, ბავშვის დამტოვებლის მოძებნა ვერ მოახერხა და გასაუბრებაზე სამი თვის პატარასთან ერთად მივიდა. მიშელი იხსენებს: „ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ვიყავი მე და იყო ჩემი შვილი. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდა ეს ამბავი. ჩემთვის ისიც კარგი იყო, რომ მე ვილაპარაკე ჩემს საჭიროებებზე.“

თეთრი სახლის ბაღი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო კამპანია, ის მისია იყო

მიშელმა შეძლო და National Park Service დაარწმუნა, რომ თეთრი სახლის გაზონებზე ხილი და ბოსტნეული დაერგათ. ეს იყო სიმბოლური დასაწყისი იმ ბრძოლისა, რომელიც ბავშვებში სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმდინარეობდა. ეს იყო „უფრო ჯანმრთელი ამერიკის“ ადვოკატირების პირველი ნაბიჯი. „ბარაკის ადმინისტრაცია ფოკუსირებული იყო უკეთესი ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე, მე კი ჩემი ბაღით პარალელური მესიჯები გავუგზავნე ყველას ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ. ბაღი იყო უბრალო, აყვავებული და ჯანსაღი. ის იყო გულწრფელობისა და მონდომების სიმბოლო, ლამაზი და ამავდროულად, ძლიერი,“ – წერს მიშელი.

მიშელი არის ქალი, რომელიც არღვევს წესებს

2015 წლის 26 მაისს აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ 50 შტატში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა. მიშელი იხსნებს, რომ იმ საღამოს თეთრი სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც შენიშნა ხალხის ჯგუფი, რომლებიც ფერადი დროშის ფერებში მორთული თეთრი სახლის სანახავად იყვნენ მისულები.

„მივხვდი, რომ ძალიან მომინდა მათ ზეიმის ნაწილი ვყოფილიყავი. ასეც მოვიქეცი. დავარღვიე პროტოკოლი, წესები და ჩემს უფროს ქალიშვილ მალიასთან ერთად სწრაფად გავიქეცი გაზონზე. ჩვენც ისევე ვუყურებდით თეთრ სახლს, როგორც სხვა ყველა და ამავდროულდ, ეს ჩვენი სახლი იყო,“ –იხსენებს მიშელი.

მიშელ ობამას მემუარები, სახელწოდებით Becoming (როგორ გავხდი ის, ვინც ვარ), 2018 წელს გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად. წიგნი, რომელშიც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ცოლი იხსენებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და დაბრკოლებებს, პირველ ორ კვირაში 2 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. გასული წლის ნოემბრის მონაცემებით კი, მთლიანობაში 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნი New York times-ის ბესტსელერია.

მიშელ ობამას ავტობიოგრაფიული წიგნი ქართულ ენაზეც ითარგმნა და ამ ეტაპზე მისი წინასწარი შეკვეთაა შესაძლებელი. შეუკვეთე წინასწარ მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ და მიიღე სპეციალურად შენთვის მომზადებული წიგნის პირველი ეგზემპლარი და სპეციალური საჩუქრები. წინასწარი შეკვეთის ღირებულებაა 24.95 ლარი + უფასო საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.

წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სერია „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში მოამზადა, რომლის შეძენაც ბიბლუსის მაღაზიების ქსელსა და ბიბლუსის საიტზე ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს