ავტორი:

"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს

"შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა, დაკმაყოფილდეს - დაგველოდოს ბატონი ირაკლი!" - ნიკა მელია კობახიძეს პასუხობს

ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს ბატონი ირაკლი, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

მანვე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აღარ შერჩა რესურსი, ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს.

„შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის... უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება ან ჩემ თავზე ავიღო ის, რაც თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, რასაც პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ და გეტყვით რატომ, არაერთხელ ვთქვი და მიხარია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას გაგებით ხვდება. სულ რაღაც 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატიცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ საზოგადოების ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესიც დაზიანდება. პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ინდივიდუალურად მიიღო“, - განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ განაცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.

პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა

"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას