ავტორი:

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს და დააზიანეს - "ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას"

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს და დააზიანეს - "ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას"

ა.წ. 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე ექვსი წლის წინ აღმართული ჯვარი მოიპარეს, რის შემდეგაც ადგილობრივთა ინიციატივით, ჯვარი ხელახლა აღმართეს.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ისევ მოხდა ვანდალური ფაქტი და ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს ციხე-კოშკიდან. ამის თაობაზე ინფორმაციას და ფოტოებს "ფეისბუქგვერდი" "ალილო მარნეულში" აქვეყნებს.

"გაგის ციხე-კოშკზე ბარბაროსულად იქნა ჯვარი განადგურებული. როგორც ჩანს, მავანთ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით განზრახული აქვთ რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდება, რაც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ჩვენი სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული", - ვკითხულობთ პოსტში.

ჩვენ დავუკავშირდით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი ჯამდელიანს, რომელმაც მომხდარი დაგვიდასტურა.

- სამწუხაროდ, უკვე მეორედ მოხდა მსგავსი ფაქტი, ჯვარი იმ ტერიტორიიდან არ წაუღიათ, თუმცა მისი საძირკველი და თვითონ ჯვარიც დაზიანებულია.

- როდესაც წინა შემთხვევა მოხდა, მაშინ თუ დაიწყო გამოძიება?

- კი, დაიწყეს, საქმე აღიძრა, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს დღემდე.

- როგორ ფიქრობთ, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ვიღაც შეიძლება ადგილზე დაძაბულობის შესაქმნელად მიზანმიმართულად აკეთებდეს ამას?

- სამწუხაროდ, ფაქტია, რომ მომხდარი კარგს არაფერს ემსახურება. ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას, იმას, რომ ვიღაც ცდილობს, ჩვენს საზოგადოებაში ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის ჩამოგდებას. შესაძლოა რიგი პიროვნებების პროვოცირებისთვისაც იყოს მიმართული, რომ ვინმეს შეცდომა დააშვებინონ. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად მოეფინოს ნათელი იმას, თუ რა ხდება. რა უნდა 21-ე საუკუნეში ამის გარკვევას, თუ გულდასმით გამოიძიებენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება