ავტორი:

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საზოგადოებაში გაჩენილ დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს:

"სამი დღეა ვაკვირდები ენმ-ის მომავალთან დაკავშირებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში. ჩემთვის ყველაზე წონადი არგუმენტი ბოიკოტის გაგრძელებაზე საარჩევნო კანონმდებლობის და არჩევნების პროცესის უნდობლობაა. სხვა თავდასხმებს გაყიდვის, ხელფასზე და თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები. ბევრი შეტევა გამომივლია და გაცილებით დიდ საფრთხედ მივიჩნევ ემოციურ მოწოდებებზე პარტიის გადაწყვეტილების აგებას, ვიდრე ჩემზე შეტევას და კონსპირაციის თეორიების განვითარებას. გულწრფელ ამომრჩეველს კი კრიტიკისთვის და რჩევისთვის მადლობას ვუხდი .

1. თუ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, მაშინ რატომ უნდა შევიდეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე და იბრძოლოს (მაგალითად) საკრებულოში ადგილებისთვის.

2. თუ პოლიტიკური პროცესის ბოიკოტს ვაგრძელებთ (რისი მომხრეც ვიყავი არსებულ რეალობამდე), მაშინ თვითმმართველობის არჩევნებისკენ სწრაფვა რატომ არის გამართლებული. ანუ ვაღიარებთ, რომ 43 % ყველას საზრუნავია და მათ შორის ყველაზე დიდი ოპო პარტიის;

3. როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე?

4. თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი. აქ ნიკას დაკავების ღამე მახსენდება. გაზით, შტურმით, ხელკეტებით ჩვენი ოფისის დარბევის დროს, გარეთ ზღვა ხალხი არ მინახავს. სახელობითად ვიცნობდით ერთმანეთს ოფისში. დიდი მადლობა მათ.

ბოლოს, გუშინ 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიტიკური კატეხიზმოს ქადაგების როლიდან მალე თუ არ გამოვალთ - უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე შესვლა, დოკუმენტი ან არშესვლაა" - წერს ხატია დეკანოიძე.

"საქართველო მცირე იმპერიაა. აქ ცხოვრობენ აჭარლები, მეგრელები, სომხები, აზერბაიჯანელები..." - რას ამბობდა ალექსანდრე დუგინი საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს

აბსოლუტურად დაემთხვა პრო-რუსული, ნაციონალისტურ-ექსტრემისტული ძალებისა და სააკაშვილის ნარატივი, თითქოს ჰესები აღარ უნდა ვაშენოთ და სერვისებს "მივაწვეთ" - ნათია თურნავა

"მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები..." - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ენკა"