ავტორი:

"აჩვენეს ჩემთვის უცნობი სახლის და არა ჩემი ბინის სურათები, ბინის რეალური მესაკუთრეც დამიკავშირდა..." - ირაკლი შოთაძე "მთავარის" სიუჟეტზე

"აჩვენეს ჩემთვის უცნობი სახლის და არა ჩემი ბინის სურათები, ბინის რეალური მესაკუთრეც დამიკავშირდა..." - ირაკლი შოთაძე "მთავარის" სიუჟეტზე

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები.

„სიუჟეტში გავიდა, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ჩემი საცხოვრებელი ბინის რემონტში დახარჯული მაქვს მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში სიუჟეტში გასული ინფორმაციის ციტირებას მოვახდენ - “100 ათასი ლარზე მეტი მხოლოდ სამზარეულოში, შპალერი სპეციალური შეკვეთით ევროპიდან, ექსკლუზიური სარემონტო მასალები გენერალური პროკურორის რეზიდენციისთვის, საიდან მოიტანა მილიონი ლარი ევრორემონტისთვის”. ამავე სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად აჩვენეს ჩემთვის უცნობი საცხოვრებელი სახლის და არა ჩემი ბინის ინტერიერის სურათები (აქვე მივუთითებ ბმულს იმ ვებგვერდისა, საიდანაც აღებულია ეს სურათები როდესაც გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები. საცხოვრებელი ბინა ცაგარელის ქუჩაზე, სადაც მე დღესაც ვცხოვრობ, შევიძინე 2016 წელს, იმავე წელს დავიწყე რემონტი და დავამთავრე 2017 წელს, რემონტის დროს არანაირი ექსკლუზიური მასალა ევროპიდან არ ჩამომიტანია, ყველაფერი შეძენილი მაქვს ადგილობრივ ბაზარზე და რემონტის ღირებულება მითითებული მაქვს დეკლარაციაში“, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

მისივე განცხადებით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ამ ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩაზე სულ სხვა მისამართზე, როცა ჩემი რეალური საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ცაგარელის 82 ნომერში. მოვუწოდებ ხსენებული სიუჟეტის ავტორებს ან წარმოადგინონ მათ ეთერში გასული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან გამოიჩინონ თუნდაც მცირედი ჟურნალისტური ეთიკა და უარყონ მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.

სისხლიანი გარჩევა სკოლასთან - წყალტუბოში მოსწავლე დაჭრეს

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თავის დაწვა სცადა - რას ამბობს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი?

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა