ავტორი:

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები

საზოგადოებრივი მოძრაობა - "ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე, "ალექსანდრეს ბაღში" მხარდამჭერებს შეხვდა და თავის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

ვასაძემ სიტყვით გამოსვლა მადლობით დაიწყო და საზოგადოებას ოჯახი გააცნო - ის სცენაზე მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად ავიდა.

"აქ მე მოვედი ჩემს მეუღლესთან და ჩემს რვა შვილთან ერთად. აქ ბრძანდება ჩემი მეუღლე, ქალბატონი ნინო დურგლიშილი, ჩემი უფროსი ვაჟი, შიო ირაკლი ვასაძე, იკა, რომელმაც ისწავლა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უცხოეთში და დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობს აქ და თამაშობს რაგბს. გიორგი, ჩემი მეორე ვაჟი, რომელიც ბავშვობიდან გატაცებული იყო მანქანათმშენებლობით და უნდა, რომ გამოვიდეს ინჟინერი, უცხოეთში სწავლობდა და ამჟამად საქართველოში სწავლობს მათემატიკას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ასევე არის მორაგბე,

ჩემი უფროსი ქალიშვილი, თამარი, რომელიც წელს ამთავრებს და გადაწყვიტა, რომ არქიტექტურა შეისწავლოს და აბარებს წელს საქართველოში, გატაცებულია ქართული ცეკვით და ცეკვავს სუხიშვილებში.

ნიკოლოზ ვასაძე, რომელიც სწავლობს ჩვენს სკოლაში, ასევე არის, რა თქმა უნდა, მორაგბე, მაგრამ ბოლო წლებში ისე ძალიან გაიტაცა ორთაბრძოლებმა, რომ ცოტა გადაიხარა ორთაბრძოლებისკენ.

ეკატერინე, კატო ვასაძე, რომელიც ბავშვობიდან ყველას დედა და ყველას დაა და ყველას მომვლელი და ექიმი, განსაკუთრებით შინაური ცხოველების მოყვარული.

ჯერჯერობით, ჩვენი უკანასკნელი ვაჟი, ილია ვასაძე, რომელიც ასევე მორაგბეა, მაგრამ ამავე დროს წყალბურთელიცაა. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა, ისევე როგორც ყველა ჩვენს შვილს.

მარიამ ვასაძე, რომელიც ყოველთვის ცეკვავს, ხატავს და რაღაცას ქმნის თავისი ხელებით და ძალიან უვლის თავის უმცროს დაიკოს, ჩვენს მერვე შვილს, ანა ვასაძეს. ანა უკვე არის ჩვენი სკოლის მოსწავლე. ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ენამოსწრებული წევრია, ყველაფრის მბრძანებელია, რაც არ უნდა მთხოვოს და გააკეთოს, მე უარს ვერაფერზე ვერ ვეუბნები", - ასე დაახასიათა ვასაძემ შვილები.

ნახეთ ვიდეო:

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი